ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს ფილიალის მენეჯერის ვაკანსიას ცენტრალური ფილიალისთვის.
კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით ემსახურება მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას; საქართველოში ამჟამად წარმოდგენილია 23 ფილიალით, სადაც ხორციელდება, როგორც სალარო ოპერაციები (ფულადი გზავნილები, 20-ზე მეტი სავალუტო კონვერტაცია, სხვადასხვა ტიპის გადახდები..), ასევე საკრედიტო მომსახურება (უზრუნველყოფილი / არაუზრუნველყოფილი სესხები, მცირე და მიკრო ბიზნეს სესხები, საკრედიტო ბარათი, ლომბარდი..)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აღმაშენებლის გამზირი 89/24
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ბენეფიტები: ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვეევა, წლიური პრემია
სამუშაოს აღწერილობა:
- ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
 - გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
 - ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
 - ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
 - პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
 - პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
 - არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
 - ფილიალის საკრედიტო პორტფელის განვითარების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება და შემუშავებული საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
 - პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.
 
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
 - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 - გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
 - დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
 - დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
 - ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
 - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
 - უცხო ენების მინ. B1 დონეზე ცოდნა;
 - საოფისე პროგრამების ცოდნა;
 - სალომბარდე საქმის გამოცდილება (სასურველია).
 
დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები:
www.helio-ai.com/apply/6usd8sxa298zasbh?src=https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=503215
2024 წლის 26 იანვრამდე 
“ინტელექსპრესი” გისურვებთ წარმატებას!