fbpx

კომპანიის შესახებ

Home / კომპანიის შესახებ

ინტელიექსპრესი

სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი 2006 წელს საქართველოში დაასრდა. იგი პირველი ქართული ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ინტელიექსპრესის გაფართოვება საქართველოდან საბერძნეთში, შემდგომ კი იტალიაში, კვიპროსსა და თურქეთში გაგრძელდა, სადაც კომპანია საკუთარი ფილიალების ფართო ქსელით არის წარმოდგენილი. პარალელურად კი, პარტნიორი ბანკებისა და სისტემების მეშვეობით, უკვე მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, თითქმის ყველა კონტინეტს ფარავს და კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოვებას.

ინტელიექსპრესი სოლიდურ, მზარდ ფინანსურ დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის ფულად გზავნილებს, თანხის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას ევროკავშირის ქვეყნებში SEPA-ს სისტემით, კომუნალურ გადახდებს, საკრედიტო მომსახურებას და სხვა.

ჩვენი ფასეულობები დგას ისეთ უნივერსალურ ღირებულებებზე როგორიცაა – მეგობრობა, ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები. ვცდილობთ ამ ფასეულობებით ვიმოქმედოთ და ჩვენს მომხმარებლებსაც ჩვენი დიდი ოჯახის წევრებად მივიჩნევთ. 

ინტელიექსპრესი აღჭურვილია კლიენტთა მონაცემთა ბაზის დავცვის გამოცდილი ტექნოლოგიებით და დასაქმებულთა სპეციალური სამუშაო პროცედურები ემსახურება კლიენტების ინფორმაციის კონფიდენციალურად შენარჩუნებას. აქტიურად ვთანამშროლობთ OFAC-თან და ვიყენებთ Dow Jones-ის მონაცემებს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი პროცედურებისთვის.

ინტელიექსპრესი ყოველდღიურად ასობით ათას მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან, დაცულ და სწრაფ მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ინტელიექსპრესის სიტემით კი ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება მსოფლიოს მასშტაბით 500 000-ზე მეტ გაგზავნისა და განაღდების წერტილში არის შესაძლებელი.

ისტორია

ინტელიექსპრესი დაარსდა საქართველოში, თბილისში; დარეგისტრირდა და მიიღო ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან.

ინტელიექსპრესმა გახსნა პირველი ფილიალი საქართველოში.

ინტელიექსპრესი დაარსდა საბერძნეთში, ათენში; მიიღო ლიცენზია საბერძნეთის ცენტრალური ბანკისგან.

ინტელიექსპრესმა გახსნა პირველი ფილიალი საბერძნეთში.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა მისი ქსელი დსთ-ს ქვეყნებში – მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ა.შ.

ინტელიექსპრესი შეუერთდა საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს; the Office of Foreign Assets Control (“OFAC”), the US Department of the Treasury.

ინტელიექსპრესი შეუერთდა დოუ ჯონსის რისკებისა და შესაბამისობის სერვისს ”The Dow Jones Risk and Compliance Feed”.

ინტელიექსპრესმა მომხმარებელს შესთავაზა ახალი სერვისი – საკომისიო გადასახადები.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა ქსელი ევროპის ქვეყნებში – იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, ბელგია და ა.შ.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა საგადახდო ქსელი აზიაში – ფილიპინები, ინდონეზია, ისრაელი და ა.შ.

ინტელიექსპრესმა გახსნა პირველი ფილიალი დიდ ბრიტანეთში.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა ქსელი სამხრეთ აფრიკასა და შორეულ აზიაში – მონღოლეთი, ბანგლადეში, ეთიოპია, მალი, მადაგასკარი და ა.შ.

ინტელიექსპრესის სისტემა გახდა SWIFT-ის წევრი.

როგორც კონტროლირებადმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ინტელექსპრესმა საბერძნეთში მიიღო „საგადახდო დაწესებულების სტატუსი“ ევროპის ქვეყნებში საგადახდო მომსახურების გასაწევად, Directive 2007-64-EC.

ინტელიექსპრესმა მიიღო ლიცენზია უკრაინის ეროვნული ბანკისგან, როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა უკრაინაში.

ინტელიექსპრესი დიდ ბრიტანეთში გახდა ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის აგენტი.

ფულადი გზავნილების კომპანიის გარდა, ინტელექსპრესი დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირდა როგორც ვალუტის გადაცვლის კომპანია.

ინტელიექსპრესმა დიდ ბრიტანეთში დაიწყო საქმიანობა, როგორც ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის აგენტი.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა ქსელი იტალიაში და გახსნა საკუთარი ფილიალი ბარში.

ინტელიექსპრესმა მომხმარებელს შესთავაზა ახალი სერვისი – გაგზავნე თანხა დღეს და გადაიხადე ხვალ.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა ქსელი თურქეთში.

ინტელიექსპრესმა საბერძნეთში მომხმარებელს ახალი სერვისი – კომუნალური სერვისების გადახდა შესთავაზა.

ინტელიექსპრესმა გააფართოვა ქსელი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში – კოლუბმია, ჩილე, კუბა, პარაგვაი, ურუგვაი და ა.შ.

ინტელიექსპრესმა მიიღო ლიცენზია ყაზახეთის ეროვნული ბანკისგან, როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ყაზახეთში.

ინტელექსპრესმა გააფართოვა ქსელი აზიის ქვეყნებში – ტაილანდი, შრილანკა, ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი.

ინტელიექსპრესს, უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ, უკრაინაში „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი მიენიჭა.

ინტელიექპრესმა გააფართოვა ქსელი აშშ-ში.

ინტელიექსპრესმა გახსნა ფილიალები კვიპროსში

მისია

 

ჩვენთვის ყველა მომხმარებელი განსაკუთრებული და ერთნაირად მნიშვნელოვანია. ყველა კლიენტთან ურთიერთობა ახალი, საინტერესო და უნიკალური გამოცდილებაა, სწორედ ამიტომ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა, ღია და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ინტელიექსპრესის ოფისები ადამიანების შეხვედრის ადგილია, სადაც ყველას და ყოველთვის შეუძლია მოსვლა, საუბარი და დროის გატარება მიუხედავად იმისა კონკრეტულ მომენტში იყენებს თუ არა ინტელიექსპრესის სერვისს.

ჩვენი მისია და უმთავრესი მოწოდება ადამიანების დაკავშირება და ყოფის გამარტივებაა. ინტელიექსპრესის საქმიანობის დაწყების თავდაპირველი მოტივაციაც ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, პრობლემების შემცირება და ყოველდღიურობის დადებითი კუთხით შეცვლა იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს და ცდილობს არსებული სერვისების გაუმჯობესებას, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი სერვისების დანერგვას და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებში ჩართვას.

ჩვენთვის უმთავრეს ფასეულობებს მეგობრობა, ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები წარმოადგენს, ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან.

ინტელიექსპრესი – მეტი ვიდრე ფულადი გზავნილი

 

პარტნიორი კომპანიები

ჩვენ გთავაზობთ ფულად გზავნილებსა და სხვა დამატებით მომსახურებებს ჩვენს 70-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტი პარტნიორის მეშვეობით. რიგ ქვეყნებში წარმოდგენილი ვართ პირდაპირ ჩვენი ქსელით და პარტნიორი კომპანიებით, უმეტესობა ქვეყანაში კი ჩვენი სერვისით სარგებლობა ჩვენი პარტნიორების ქსელშია შესაძლებელია. ინტელიექსპრესი პირდაპირ, საკუთარი ქსელით წარმოდგენილია: საქართველოში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსსა და თურქეთში. Ამას გარდა აღნიშნულ ქვეყნებში ინტელიექსპრესი თანამშრომლობს პარტნიორ ბანკებთან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან.

 

გარდა ამისა პარტნიორთა ფართო ქსელი მეშვეობით ინტელიექსპრესს აქვს სრული დაფარვა: უკრაინაში, სომხეთში, მოლდოვაში, ფილიპინებში, ისრაელში, პაკისტანში, ინდოეთში, ალბანეთში და კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში.

პარტნიორები