fbpx

ფულადი გზავნილები

Home / ფულადი გზავნილები

ინტელიექსპრესის სისტემით შეგიძლიათ გაგზავნოთ და მიიღოთ სწრაფი ფულადი გზავნილები. თანხა ანგარიშის განხსნის გარეშე, სწრაფად და მარტივად იგზავნება. ფულის გადარიცხვიდან მისი მიღება მომენტალურად ან, იშვიათ შემთხვევაში, მაქსიმუმ 15 წუთშია შესაძლებელი.

თანხის გაგზავნა და განაღდება ინტელიექსპრესის ოფისებიდან  ან პარტნიორი ორგანიზაციებიდან  ხდება. 

ფულადი გზავნილის განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ისე სხვადასხვა ქვეყანაში.

ფულის გადარიცხვისთვის აუცილებელია იცოდეთ თანხის მიმღების სახელი, გვარი და ქვეყანა სადაც ფული იგზავნება.

ფულის გაგზავნისთანავე გამგზავნი უნიკალურ კოდს მიიღებს, რომელიც თანხის გატანისას პირადობის მოწმობასთან ერთად, მიმღებმა უნდა წარმოადგინოს.

გზავნილის სტატუსის შემოწმება ჩვენი საიტის მეშვეობით გზავნილის კოდითა და თარიღით შეგიძლიათ. სტატუსის შესამოწმებლად იხილეთ ბმული.

თანხის გაგზავნისას შესაძლებელია მიუთითოთ მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი, სადაც მიმღებს ფულადი გზავნილის შესახებ შეტყობინება მიუვა.

ინტელიექსპრესში ყველა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და მკაცრად დაცულია. კლიენტთა მონაცემთა დაცვის მრავალწლიანი, გამოცდილი ტექნოლოგია უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ცხელ ხაზს.

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისებიც

ფულადი გზავნილების სტატუსები
კომუნალური გადახდები
სესხი