fbpx

კონტაქტ ცენტრის საფორთის ოპერატორი – თბილისი

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, “ინტელექსპრესი” აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის საპორტის ოპერატორის  პოზიციაზე.

კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებით წარმოდგენილია საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში და პარტნიორული ქსელის საშუალებით მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში; საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიცენზიით მოღვაწეობს და კომპანიას გააჩნია 22  ფილიალი, სადაც ფულადი გზავნილების გარდა მომხმარებლებს ყველა ფინანსურ სერვისს  სთავაზობს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის უცხოენოვან პარტნიორებთან/ფილიალებთან/მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ზარების მიღება, საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • საკითხების შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება, სერვისის ორგანიზება, საკითხების აღრიცხვა.

აუცილებელი უნარები:

  • ინგლისური ენის C1/C2 დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი, ინტელექსპრესის სათავო ოფისი:

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“

სამუშაო რაფიკი:  კვირაში 5 დღე, 7 საათი(09:00-16:00/16:00-23:00)
ანაზღაურება: 1100 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური პრემია

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : 
www.helio-ai.com/apply/1rwk7hdkgog12msr?src=jobs.ge

2024 წლის 26 იანვრამდე.

,,ინტელექსპრესი’’ გისურვებს წარმატებებს!