fbpx

მიკრო საკრედიტო ექსპერტი – ქუთაისი

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ,,ინტელექსპრესი’’ აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქუთაისში.

მისამართი : ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის N 51 ;

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ბენეფიტები:  ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვეევა, სხვადასხვა კორპორატიული ბენეფიტები.

საქმიანობის აღწერა:

  • არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის ორგანიზაციის სასესხო პროდუქტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, დაინტერესება, პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ;
  • მარკეტინგულ აქტივობებსა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
  •  სესხების, მათ შორის ბიზნეს, უზრუნველყოფილი და სამომხმარებლო სესხების დამუშავება;
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  •  მომხმარებლების მიერ გრაფიკით დაგეგმილი გადახდების კონტროლი;
  •  ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  •  საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
  • შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;
  • ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში).

უნარები:

  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • საქმის ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი  მონაცემები: 
www.helio-ai.com/apply/i06wd56iktzwew9i?src=jobs.ge

2024 წლის 31 იანვრამდე

ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!