fbpx

საკრედიტო ექსპერტი ცენტრალური ფილიალი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს საკრედიტო ექსპერტის ვაკანსიას ცენტრალური ფილიალისთვის.

ადგილმდებარეობა: თბილისი. აღმაშენებლის გამზირი 89/24

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი                                       

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ბენეფიტები:  ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვეევა, სხვადასხვა კორპორატიული ბენეფიტები.

სამუშაოს აღწერილობა:

  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა სხვადასხვა არხებით (ციფრული, მათ შორის);
  • მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი და შესაძლო რისკების განსაზღვრა;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო ფაილების მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
  • წინადადებების შემუშავება გაყიდვების სტრატეგიასთან დაკავშირებით;
  • პორტფელში არსებულ კლიენტებზე კომპანიის სხვა პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, მართვა და ანალიზი;
  • პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა და ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება;
  • პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება.

პიროვნული თვისებები:

  • გაყიდვებისთვის საჭირო უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარები;
  • სტრესული სიტუაციების მართვა;
  • სამუშაოსა და დროის ეფექტური გადანაწილების უნარები (დღის/თვის ჭრილში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მცირე ან მიკრო სესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • Microsoft Office-ის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები:
www.helio-ai.com/apply/mbu4dkhjj93lph92?src=https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=503214

2024 წლის 31 იანვრამდე

ინტელექსპრესი” გისურვებთ წარმატებას!