fbpx

ცენტრალური ფილიალის მენეჯერი – თბილისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს ფილიალის მენეჯერის ვაკანსიას ცენტრალური ფილიალისთვის.

კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით ემსახურება მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას; საქართველოში ამჟამად წარმოდგენილია 23 ფილიალით, სადაც ხორციელდება, როგორც სალარო ოპერაციები (ფულადი გზავნილები, 20-ზე მეტი სავალუტო კონვერტაცია, სხვადასხვა ტიპის გადახდები..), ასევე საკრედიტო მომსახურება (უზრუნველყოფილი / არაუზრუნველყოფილი სესხები, მცირე და მიკრო ბიზნეს სესხები, საკრედიტო ბარათი, ლომბარდი..)

ადგილმდებარეობა: თბილისი. აღმაშენებლის გამზირი 89/24

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე, 40 საათი

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი                                       

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

ბენეფიტები:  ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვეევა,  წლიური პრემია


სამუშაოს
აღწერილობა:

  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
  • გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
  • ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფილიალის საკრედიტო პორტფელის განვითარების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება და შემუშავებული საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • უცხო ენების მინ. B1 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სალომბარდე საქმის გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები:
www.helio-ai.com/apply/6usd8sxa298zasbh?src=https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=503215

2024 წლის 26 იანვრამდე 

“ინტელექსპრესი” გისურვებთ წარმატებას!