fbpx

დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი – თბილისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.

კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით ემსახურება მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას; საქართველოში ამჟამად წარმოდგენილია 22 ფილიალით, სადაც ხორციელდება, როგორც სალარო ოპერაციები (ფულადი გზავნილები, სავალუტო კონვერტაცია, სხვადასხვა ტიპის გადახდები..), ასევე საკრედიტო მომსახურება (უზრუნველყოფილი / არაუზრუნველყოფილი სესხები, მცირე და მიკრო ბიზნეს სესხები, საკრედიტო ბარათი, ლომბარდი..)

სამუშაო განაკვეთი:  კვირაში 6 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური პრემია

სამუშაოს აღწერილობა :

  • ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო ანგარიშებზე;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სალაროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება ;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინ. B1;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.


    პიროვნული თვისებები :

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : 
www.helio-ai.com/apply/4qylu6bssdihky0o?src=hr.ge

2024 წლის 26 იანვრამდე.

,,ინტელექსპრესი’’ გისურვებს წარმატებებს!