fbpx

სალომბარდე აუდიტის უმცროსი სპეციალისტი – თბილისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას სალომბარდე აუდიტის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში.

კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით ემსახურება მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას; საქართველოში ამჟამად წარმოდგენილია 23 ფილიალით, სადაც ხორციელდება, როგორც სალარო ოპერაციები (ფულადი გზავნილები, სავალუტო კონვერტაცია, სხვადასხვა ტიპის გადახდები..), ასევე საკრედიტო მომსახურება (უზრუნველყოფილი / არაუზრუნველყოფილი სესხები, მცირე და მიკრო ბიზნეს სესხები, საკრედიტო ბარათი, ლომბარდი..)

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“

სამუშაო გრაფიკი : კვირაში 40 საათი ( 6 სამუშაო დღე)

ანაზღაურება : ფიქსირებული, კვალიფიკაციის შესაბამისად

ბონუსი : კვარტლური / შედეგებზე დამოკიდებული

გამოსაცდელი ვადა : 2 თვე (ანაზღაურებადი)

ბენეფიტი : ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური პრემია, ულიმიტო სასაუბრო დრო

საქმიანობის აღწერა:

  • კომპანიის ფილიალებში მიღებული ძვირფასი ნივთების აუდიტი და შესაბამისი აღრიცხვა;
  • შეფასების სტანდარტებისა და პროცედურების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა ექსპერტ-შემფასებლებისთვის;
  • სალომბარდე ნაწილში, პროცედურული დარღვევებისა და პრობლემების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და კონტროლი;
  • ექსპერტ-შემფასებლების პერიოდული ტრენინგების წარმოება, როგორც დისტანციურად, ასევე ფილიალში ვიზიტების სახით;
  • რეგიონებში არსებულ ფილიალებში საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფილიალებში  მიმდინარე პროცესების ფუნქციონირების შეფასება და ყოველდღიური კონტროლი, კომპანიაში შემუშავებული სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებაში;

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

  • საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროს სალომბარდე მიმართულებაში შესაბამის პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძვირფასი ლითონების და მათი სინჯების ცნობა და ძვირფასი ლითონების შემფასებლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია ძვირფასი თვლების ცნობა/სერთიფიკატი);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : 
www.helio-ai.com/apply/xh1v3qd616qjoz12?src=https://www.hr.ge/announcement/325283/salombarde-auditis-umcrosi-specialisti

2024 წლის 26 იანვრამდე .

,,ინტელექსპრესი’’ გისურვებს წარმატებებს!