ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის მოლარე–ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.
კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით ემსახურება მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას; საქართველოში ამჟამად წარმოდგენილია 22 ფილიალით, სადაც ხორციელდება, როგორც სალარო ოპერაციები (ფულადი გზავნილები, სავალუტო კონვერტაცია, სხვადასხვა ტიპის გადახდები..), ასევე საკრედიტო მომსახურება (უზრუნველყოფილი / არაუზრუნველყოფილი სესხები, მცირე და მიკრო ბიზნეს სესხები, საკრედიტო ბარათი, ლომბარდი..)
სამუშაო ადგილი – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (დღისა და ღამის ცვლა)
ანაზღაურება: 1100 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური პრემია
სამუშაოს აღწერილობა :
- ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო ანგარიშებზე;
- კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სალაროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება ;
- ინგლისური ენის ცოდნა მინ. B1;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები :
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები:
www.helio-ai.com/apply/rkd8czf7uqglwmnh?src=hr.ge
2024 წლის 26 იანვრამდე .
,,ინტელექსპრესი’’ გისურვებს წარმატებებს!