საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ,,ინტელექსპრესი’’ აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქუთაისში.
მისამართი : ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის N 51 ;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
ბენეფიტები:  ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვეევა, სხვადასხვა კორპორატიული ბენეფიტები.
საქმიანობის აღწერა:
- არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის ორგანიზაციის სასესხო პროდუქტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, დაინტერესება, პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ;
 - მარკეტინგულ აქტივობებსა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
 - მომხმარებლის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
 
- სესხების, მათ შორის ბიზნეს, უზრუნველყოფილი და სამომხმარებლო სესხების დამუშავება;
 - დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
 - მომხმარებლების მიერ გრაფიკით დაგეგმილი გადახდების კონტროლი;
 - ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
 - საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
 - შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;
 - ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში).
 
უნარები:
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
 - დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
 - მაღალი პასუხისმგებლობა;
 - საქმის ვადებში შესრულების უნარი.
 
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი  მონაცემები: 
www.helio-ai.com/apply/i06wd56iktzwew9i?src=jobs.ge
2024 წლის 31 იანვრამდე
ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!