fbpx

ბარათის უსაფრთხოება

● არ გააზიაროთ ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVC2 კოდი) ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა დაუცველი არხით.

● PIN კოდი არის კონფიდენციალური ინფორმაცია – არ შეინახოთ ბარათთან ერთად, არ დააწეროთ ბარათს და არ განათავსოთ სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

● არ გადასცეთ ბარათი და/ან PIN-კოდი მესამე პირებს.

●  ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ბარათი მობილური აპლიკაციიდან ან დაუკავშირდით ჩვენს კონტაქტ ცენტრს ნომერზე +995 322 49 25 25

რეკომენდაციები: 

ბანკომატით სარგებლობა (ATM) 

● გამოიყენეთ მხოლოდ უსაფრთხო და სანდო ადგილებში განთავსებული ბანკომატები.

● ბანკომატის გამოყენებისას არ მიიღოთ დახმარება უცნობი პირებისგან.

● PIN კოდის შეყვანისას დაფარეთ კლავიატურა, რათა მესამე პირებმა ვერ დაინახონ კოდი.

● PIN კოდის სამჯერ არასწორად შეყვანისას ბარათი ავტომატურად დაიბლოკება.

● ბარათის ან ნაღდი ფულის ბანკომატში დაკავების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

● ოპერაციის დასრულების შემდეგ დროულად აიღეთ ბარათი, თანხა და ქვითარი, რათა არ მოხდეს მათი დაკავება ბანკომატის მიერ.

● ბანკომატის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ოპერაცია სრულად დასრულებულია და ეკრანზე არ რჩება აქტიური სესია.

გადახდა სავაჭრო ობიექტებში (POS ტერმინალი)

●  მოითხოვეთ ტრანზაქციის შესრულება თქვენი თანდასწრებით და არ გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს (მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში და სხვა ობიექტებში);

●  ოპერაციის დადასტურებამდე გადაამოწმეთ გადასახდელი თანხა.

●  შეინახეთ გადახდის ქვითარი ოპერაციის გადამოწმების მიზნით.

●  უკონტაქტო გადახდა სრულდება ბარათის ტერმინალთან მიახლოებით, არ საჭიროებს PIN-კოდის შეყვანას. 

ონლაინ გადახდები (ელექტრონული კომერცია)

●  გამოიყენეთ ბარათი მხოლოდ სანდო და დაცულ ვებ-გვერდებზე.

●  გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მისამართი, სადაც შეგყავთ ბარათის მონაცემები.

●  დარწმუნდით, რომ ვებ-გვერდის მისამართი იწყება https://-ით და შეიცავს უსაფრთხოების ნიშნულს (ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო). 

●  მოერიდეთ ბარათის მონაცემების შენახვას უცნობ ან არასანდო ვებ-გვერდებზე.

3D უსაფრთხოება (3DS)

●  ონლაინ გადახდებისას შესაძლებელია ოპერაციის დადასტურება ერთჯერადი ავტორიზაციის კოდით (3DS), რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ნომერზე.

●  ერთჯერადი კოდი გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული ოპერაციის დასადასტურებლად და არ უნდა გაუზიაროთ მესამე პირებს.

ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ბარათი InexPay-ის მობილური აპლიკაციიდან ან დაუკავშირდით ჩვენს კონტაქტ ცენტრს (საკონტაქტო ნომერი +995 322 49 25 25).