fbpx

კითხვები

Home / კითხვები

ფულადი გზავნილები

ინტელიექსპრესის სისტემით ფულის გასაგზავნად უნდა მიმართოთ ინტელიექსპრესის ოფისებს ან პარტნიორ ორგანიზაციებს და სთხოვოთ ინტელიექსპრესის სისტემით სარგებლობა.

თანხის გაგზავნისას აუცილებელია იცოდეთ მიმღების სახელი, გვარი და ქვეყანა სადაც ხორციელდება გზავნილი.

თანხის გაგზავნის შემდეგ ოპერატორი მომხმარებელს გზავნილის უნიკალურ კოდს გადასცემს, რომელიც თანხის განაღდებისას მიმღებმა უნდა წარმოადგინოს. კოდი აუცილებლად გამგზავნმა უნდა გადასცეს მიმღებს.

ინტელიექსპრესში გზავნილის საკომისიო დამოკიდებულია ქვეყანაზე, სადაც თანხა იგზავნება. საკომისიოს ოდენობის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

საქართველოს ტერიტორიაზე გზავნილის მიღება შესაძლებელია ინტელიექსპრესის ფილიალებსა და შემდეგ პარტნიორ ბანკებში: საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, კრედო, ბანკი ქართუ, სილქ როუდ ბანკი, ვითიბი ბანკი (ქვეყნის შიგნით განხორციელებული გზავნილები არ გაიცემა საქართველოს ბანკსა და ლიბერთი ბანკში).

საზღვარგარეთ გზავნილის აღება ხდება ინტელიექსპრესის და პარტნიორების ოფისების მეშვეობით, გზავნილის კოდის საფუძველზე. კონკრეტული მიმართულების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

გზავნილის აღება ხდება ინტელიექსპრესის და პარტნიორების ოფისების მეშვეობით იმ ქვეყანაში სადაც იმყოფებით გზავნილის კოდის საფუძველზე. მისამართებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ (ბმული მისამართებზე), ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.

გზავნილის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ონლაინ სისტემა ან ცხელი ხაზის ოპერატორს დაუსახელოთ გზავნილის კოდი და გზავნილის დეტალები (გამომგზავნის ვინაობა, თანხის ოდენობა).

გზავნილის დამუშავების დრო დამოკიდებულია მიმართულებაზე (ქვეყანაზე), სადაც ის გაიგზავნა. რიგ ქვეყნებში, სადაც ინტელიექსპრესი პირდაპირ არის წარმოდგენილი გზავნილი მომენტალურად, გაგზავნისთანავე ხელმისაწვდომია. ზოგიერთი მიმართულებით გაგზავნის დროს გზავნილის დამუშავებას საშუალოდ 10-15 წუთი შეიძლება დაჭირდეს. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

გზავნილის განაღდება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოდგენის შემთხვევაში. მართვის მოწმობის საფუძველზე გზავნილის მიღება ვერ მოხდება.

მესამე პირს გზავნილის მიღება შეუძლია მხოლოდ გზავნილში მითითებული მიმღებისგან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

გზავნილს თუ ელოდებით თანხის გამომგზავნი დაგიკავშირდებათ და ჩაგაწერინებთ უნიკალურ კოდს, რომლითაც შეძლებთ გზავნილის გადამოწმებას/მიღებას. თუ გზავნილს არ ელოდებით ჩათვალეთ, რომ სმს შეცდომით მოგივიდათ. ტელეფონის ნომერი შესაძლოა არასწორად მიუთითა ოპერატორმა/გამომგზავნმა და სმს ასეთ დროს არასწორ ადრესატთან მიდის.

ვესტერნ იუნიონის და რიას გზავნილების მიღება ინტელიექსპრესში არ ხდება. სისტემებსა და მიმართულებებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტელიექსპრესის ცხელ ხაზზე.

გზავნილის ვალუტა დამოკიდებულია როგორც გამგზავნ, ისე მიმღებ ქვეყანაზე. თანხა შესაძლებელია გაგზავნოთ ერთ ვალუტაში და მიმღებმა სხვა ვალუტაში გაანაღდოს. ასეთ დროს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო გაცვლითი კურსი შემოგთავაზოთ.

ფილიალების განრიგი

ინტელიექსპრესის ფილიალების ნაწილი თბილისსა და ქუთაისში 24 საათი მუშაობს. უფრო კონკრეტულად, ფილიალიების მიხედვით სამუშაო განრიგი იხილეთ ბმულზე.

ინტელიექსპრესის ფილიალები შაბათ-კვირასაც სამუშაო დღეების იდენტური გრაფიკით მუშაობს.

სალომბარდე და იპოთეკური სესხები

ინტელიექსპრესში შესაძლებელია სალომბარდე და იპოთეკური სესხებით სარგებლობა. სალომბარდე სესხი გაიცემა ოქროსა და ძვირფასი თვლების უზრუნველყოფით. ხოლო იპოთეკური სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით (სამომხმარებლო ან სხვა მიზნით).

ინტელიექსპრესის სათავო ოფისის ლომბარდი მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24). სხვა ფილიალების ლომბარდის გრაფიკის გადასამოწმებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

ლომბარდის პროცენტის გადახდა შესაძლებელია ფილიალის სამუშაო საათების განმავლობაში.

ინტელიექსპრესის ლომბარდის პროცენტის გადახდა შესაძლებელია ინტელიექსპრესის ნებისმიერ ფილიალში, იმის მიუხედავად თუ სად გაქვთ ნივთი დალომბარდებული.
ინტელიექსპრესის ლომპარდის პროცენტის გადახდა არ ხდება სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

ვალუტის კონვერტაცია

მიმდინარე ვალუტის კურსის შესამოწმებლად დაუკავშირდეთ ინტელიექსპრესის ქოლ-ცენტრს ან იკითხეთ ჩვენს ფილიალებში.

თანხის შესაკვეთად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

დიდი თანხის კონვერტაციის დროს შესაძლებელია სპეც კურსის საკითხის განხილვა ინტელიექსპრესის ხაზინასთან შეთანხმებით.

ამანათები

ამანათებზე ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ინექს გრუპს ნომერზე: +995 32 249 26 26