fbpx

პარტნიორი კომპანიები

Home / პარტნიორი კომპანიები
ჩვენ გთავაზობთ ფულად გზავნილებსა და სხვა დამატებით მომსახურებებს ჩვენს 50-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტი პარტნიორის მეშვეობით. რიგ ქვეყნებში წარმოდგენილი ვართ პირდაპირ ჩვენი ქსელით და პარტნიორი კომპანიებით, უმეტესობა ქვეყანაში კი ჩვენი სერვისით სარგებლობა ჩვენი პარტნიორების ქსელშია შესაძლებელია. ინტელიექსპრესი პირდაპირ, საკუთარი ქსელით წარმოდგენილია: 
საქართველოში (18 ფილიალი), საბერძნეთში (20 ფილიალი), იტალიაში (1 ფილიალი), ინგლისში (3 ფილიალი ლონდონში). საქართველოში, გარდა საკუთარი ფილიალებისა, ჩვენი სისტემით სარგებლობა შესაძლებელია ქვეყნის უმსხვილეს ბანკებში: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, ტერა ბანკი, ბაზისბანკი, სილქროუდ ბანკი,  ბანკი ქართუ. ასევე ხელმისაწვდომები ვართ ონლაინ საფულეში: eMoney. დამატებით წარმოდგენილნი ვართ მიკროსაფინასო ორგანიზაციების ქსელებში: კრისტალი, ექსპრესსესხი და ა.შ. საქართველოს ტერიოტრიაზე ჩვენი ფილიალიებისა და პარტნიორების ასეთი მრავალრიცხოვანი ჩამონათვალი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სრულად დავფაროთ საქართველოს ტერიტორია და ჩვენი გზავნილები ხელმისაწვდომი იყოს ყველა დასახლებულ პუნქტში. 
საბერძნეთში მომხარებელებს ჩვენი ფილიალებისა და პარტნიორების (აგენტების) ქსელის დახმარებით სრულ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენს მოსმახურების ცენტრებში, მომხმარებლებს შეუძლიათ ისრგებლონ ფულადი გზავნილებით, კომუნალური გადახდების სერვისით, ვალუტის კონვერტაციით, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების სერვისებით: ინექსფონი – ზარები საქართველოში ქართული ტარიფებით, ინექს გრუპი – პერსონალური ამანათები საქართველოს მიმართულებით, ინექსტივი – ქართული სატელევიზიო არხები.

იტალიაში გვაქვს 1 საკუთარი ფილიალი ქალაქ ბარიში და ასევე მთელი იტალიის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ვართ ჩვენი პარტნიორების ქსელში: LCC, MOEX, ValutTrans, MoneyTrans და NEC

ინგლისში წარმოდგენილი ვართ 3 ფილიალით ლონდონში
გარდა ამისა გავქვს სრული დაფარვა შემდეგ ქვეყნებში:
უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა, ფილიპინები, ისრაელი, პაკისტანი, ალბანეთი და კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – ელფოსტა და ფორმა.

პარტნიორები