fbpx

ფლორენციასა და ბარში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნა

ფლორენციასა და ბარში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და კომპანიებმა: „ინექსფონი” “ინტელექსპრესი”, “ინექსგრუპი” და”გიუაანი” იტალიის ქალაქებში, ფლორენციასა და ბარში ქართული წიგნის კუთხეები გახსნეს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სამრევლოში და ბარის ქართულ საკვირაო სკოლა „აისი“-ში ქართული ბიბლიოთეკა გახსნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ქართული ბიბლიოთეკები უახლესი ლიტერატურით დაკომპლექტდა.

ერთი წლის წინათ ,,ინტელექსპრესის“, „ინექსფონის”და მათი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით ქართული წიგნის კუთხეები რომსა და მილანშიც გაიხსნა.

ასევე, იტალიაში ქართული ბიბლიოთეკების გახსნის მხარდამჭერია გადამზიდი კომპანია „MEGREX“.

იხილეთ სტატია