ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ რომ ამა წლის 22 ივნისიდან – 1 აგვისტომდე ქუთაისის, აღმაშენებლის მოედნის 2-ის ფილიალი დროებით წყვეტს ფუნქციონირებას სარემონტო სამუშაოების გამო.
გთხოვთ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სასურველი სერვისების მისაღებად მიმართოთ ქუთაისში მდებარე ინტელიექსპრესის შემდეგ ორ ფილიალს:
– ჭავჭავაძის გამზ. 51 (09:00 – 22:00)
– ირაკლი აბაშიძის 10 (09:00 – 22:00)
ფილიალებში შეძლებთ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
– სამომხმარებლო, იპოთეკური და ბიზნეს სესხები
– ლომბარდი, პირველი თვე 0%
– სეპა გადარიცხვები ევროპაში ყველაზე დაბალი ტარიფით
– ვალუტის კონვერტაცია საუკეთესო კურსებით როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის
– სწრაფი ფულადი გზავნილები მსოფლიოს მასშტაბით
მადლობას გიხდით ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ ირჩევთ ინტელიექსპრესს. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება
და გრძელვადიანი განვითარება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
მალე განახლებული ფილიალით დაგიბრუნდებით.
პატივისცემით,
ინტელიექსპრესი