საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ახალი პარტნიორი უკრაინაში – PUMB. დღეიდან მომხმარებლები ინტელიექსპრესის სწრაფი ფულადი გზავნილების განაღდებას PUMB-ის მობილურ აპლიკაციაში დისტანციურად შეძლებენ.
PUMB-ი ერთ-ერთი წამყვანი უკრაინული ბანკია, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ოპერირებს. ბანკი 1.7 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
ინტელიექსპრესი მომხმარებლებს საკუთარ სერვისს 70-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. სისტემა 2011 წლიდან ლიცენზირებულია უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ. ინტელიექსპრესი თანამშრომლობს 14 ბანკთან უკრაინაში და პარტნიორთა ქსელის მეშვეობით ქვეყნის მთელს ტერიტორიას ფარავს.