ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს საკრედიტო ექსპერტის ვაკანსიას ცენტრალური ფილიალისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი. აღმაშენებლის გამზირი 89/24
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ბენეფიტები:  ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვეევა, სხვადასხვა კორპორატიული ბენეფიტები.
სამუშაოს აღწერილობა:
- პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა სხვადასხვა არხებით (ციფრული, მათ შორის);
 - მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
 - მომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
 - შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი და შესაძლო რისკების განსაზღვრა;
 - მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
 - საკრედიტო ფაილების მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
 - წინადადებების შემუშავება გაყიდვების სტრატეგიასთან დაკავშირებით;
 - პორტფელში არსებულ კლიენტებზე კომპანიის სხვა პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
 - საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, მართვა და ანალიზი;
 - პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა და ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება;
 - პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება.
 
პიროვნული თვისებები:
- გაყიდვებისთვის საჭირო უნარები;
 - ეფექტური კომუნიკაცია;
 - ანალიტიკური აზროვნება;
 - ინიციატივიანობა;
 - გუნდური მუშაობის უნარები;
 - სტრესული სიტუაციების მართვა;
 - სამუშაოსა და დროის ეფექტური გადანაწილების უნარები (დღის/თვის ჭრილში).
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მცირე ან მიკრო სესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
 - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
 - Microsoft Office-ის ცოდნა.
 
დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები:
www.helio-ai.com/apply/mbu4dkhjj93lph92?src=https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=503214
2024 წლის 31 იანვრამდე
“ინტელექსპრესი” გისურვებთ წარმატებას!