fbpx

ექსპერტ-შემფასებელი – თბილისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის
ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისის ფილიალებისთვის.

კომპანია 2006 წლიდან საკუთარი ფილიალებისა და პარტნიორული ქსელის
საშუალებით ემსახურება მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას; საქართველოში ამჟამად
წარმოდგენილია 22 ფილიალით, სადაც ხორციელდება, როგორც სალარო ოპერაციები
(ფულადი გზავნილები, სავალუტო კონვერტაცია, სხვადასხვა ტიპის გადახდები..), ასევე საკრედიტო მომსახურება (უზრუნველყოფილი / არაუზრუნველყოფილი სესხები, მცირე და მიკრო ბიზნეს სესხები, საკრედიტო ბარათი, ლომბარდი..)

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, 36 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური პრემია

სამუშაოს აღწერილობა:

  • ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
  • ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო ანგარიშებზე;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სალაროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინ. B1;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები:
www.helio-ai.com/apply/jf00fcco7lv2t31c?src=https://www.hr.ge/announcement/325276/dRis-
cvlis-eqspert-Semfasebeli

2024 წლის 26 იანვრამდე.

,,ინტელექსპრესი’’ გისურვებს წარმატებებს!