კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია კომპანიის პრეტენზიების განხილვის სამსახურში ზეპირი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. (პრეტენზიის ელექტრონული ფორმა იხილეთ ქვემოთ, სტანდარტული ფორმის მიღება კი შესაძლებელია კომპანიის ფილიალებსა და სერვისცენტრებში).
დაფიქსირებულ პრეტენზიებს განიხილავს სს მისო ინტელექსპრესის მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახური. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (ელექტრონული ან სხვა ფორმით).
პრეტენზიების განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტელიექსპრესის ცხელ ხაზთან დაკავშირებით ნომერზე: +995 32 2 49 25 25.
მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე – www.nbg.gov.ge/cp/ ან ცხელ ხაზზე – +995 32 2 40 64 06.
პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი წერილობითი/ელექტრონული პრეტენზიის კომპანიის მიერ მიღების მომენტიდან.