fbpx
ურჩიე-და-დასაჩუქრდით

ურჩიეთ ახლობელს ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდი და მიიღეთ ფულადი საჩუქრები InexPay-ს საფულეზე ორივემ!

აქციის პირობები

ვადა: 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
მონაწილეობა: დელისის, ვარკეთილისა და გლდანის ფილიალის არსებული მომხმარებლები
საჩუქრის მიღება: InexPay-ს საფულის ანგარიშზე
დარიცხვის ვადა: ინექსფეიში სესხის დაკავშირების თარიღის მომდევნო ორშაბათი
საჩუქარი: არსებულ და ახალ მომხმარებელს 10-10 ლარი
მაქსიმალური საჩუქარი: არსებული მომხმარებელი – 50 ლარი, ახალი – 10 ლარი
უზრუნველყოფა: ოქროს ნაკეთობები
მინიმალური სესხის მოცულობა: 300 ლარი
მომხმარებლების დაკავშირება: SMS-თი მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდით

აქციის ფარგლებში ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა აქვს ინტელიექსპრესის დელისის, გლდანისა და ვარკეთილის ფილიალების ყველა მომხმარებელს, რომელიც 2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით სარგებლობს ოქროს სალომბარდე მომსახურებით.

თითოეული მომხმარებელი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ახალ მომხმარებელს და თავის მიმდინარე სესხს დააკავშირებს ინექსფეის აპლიკაციასთან, თითოეულ მოზიდულ ახალ მომხმარებელზე მიიღებს საჩუქარს 10 ლარის ოდენობით.

ამასთან, თითოეული ახალი მომხმარებელი, რომელიც 2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით არ სარგებლობდა სალომბარდე სესხით ინტელიექსპრესის შესაბამის ფილიალში, ასევე მიიღებს საჩუქრად 10 ლარს InexPay-ს საფულეზე.

არსებულ მომხმარებლებს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად SMS შეტყობინებით დაეგზავნებათ ინდივიდუალური პრომო კოდები, რომლებიც უნდა გაუზიარონ თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს. 

ახალმა მომხმარებელმა ნივთის ოქროს ლომბარდში განთავსებისას ეს კოდი უნდა უთხრას ექსპერტ-შემფასებელს, რათა განისაზღვროს რომელი არსებული მომხმარებლის რეკომენდაციით მოგვმართა მან.

ფულადი საჩუქრის დარიცხვა მოხდება InexPay-ს საფულის ანგარიშზე, ორივე მომხმარებლის სესხების InexPay-ს საფულსთან დაკავშირების თარიღის მომდევნო ორშაბათს.

აქციის განმავლობაში არსებულ მომხმარებელს საჩუქრის მიღების შესაძლებლობა აქვს 5-ჯერ, ხოლო თითოეულ ახალ მომხმარებელს – ერთხელ.

აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სს მისო ინტელექსპრესის თანამშრომლები და მათ ოჯახის წევრები

სს მისო ინტელექსპრესს აქვს უფლება არ გადასცეს მომხმარებელს ფულადი საჩუქარი, თუ მომხმარებელმა დაარღვია აქციის წესებითა და პირობებით განსაზღვრული დებულებები.