Вопросы
ხშირად დასმული კითხვები
ინტელ ექსპრესის გზავნილის მიღება შესაძლებელია ინტელ ექსპრესის ფილიალებსა და პარტნიორ ბანკებში (საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, ტერა ბანკი, კრედო, ბანკი ქართუ, სილქ როუდ ბანკი, ვთბ ბანკი (ქვეყნის შიგნით განხორციელებული გზავნილები არ გაიცემა საქართველოს ბანკსა და ლიბერთი ბანკში)).
თბილისსა და ქუთაისში 24/7 ფილიალები გვაქვს. კონკრეტული ფილიალის სამუშაო გრაფიკის გადასამოწმებლად ეწვიეთ ბმულს https://www.inteliexpress.com/addresses/
ინტელ ექსპრესის ფილიალები მუშაობს ყოველდღე. სტანდარტული გრაფიკით (სამუშაო დღეების მსგავსად).
ამანათებზე ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ინექს ჯგუფს ნომერზე 032 249 26 26
იმისათვის რომ გაიგოთ გზავნილის სტატუსი საჭიროა ცხელი ხაზის ოპერატორს დაუსახელოთ გზავნილის კოდი და იცოდეთ გზავნილის დეტალები (გამომგზავნის ვინაობა, თანხის ოდენობა).
სათავო ოფისში – დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24 ლომბარდი მუშაობს 24 სთ ყოველდღე. სხვა ფილიალის ლომბარდის გრაფიკის გადასამოწმებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. ლომბარდის პროცენტის გადახდა შესაძლებელია ფილიალის სამუშაო საათების განმავლობაში.
ვერ გადაიხდით. პროცენტის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ინტელ ექსპრესის ფილიალებში, ნებისმიერ ფილიალში, იმის მიუხედავად სად გაქვთ ნივთი დალომბარდებული.
სათაო ოფისის მიმდინარე კურსის შემოწმება შესაძლებელია ვებ გვერდზე, მიყევით ბმულს: https://inteliexpress.com/ რომელიმე კონკრეტული ფილიალის (თბილისსა და რეგიონებში) კურსის გადასამოწმებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. შეგვიძლია ჩავინიშნოთ როდის და რომელ ფილიალს მიმართავთ და დაგახვედრებთ ვალუტის თქვენთვის საჭირო ოდენობას. დიდი თანხის კონვერტაციის დროს საკითხი განიხილება ინდივიდუალურად ინტელ ექსპრესის ხაზინასთან შეთანხმებით.
კონკრეტული მიმართულებით (კონკრეტულ ქვეყანაში) გზავნილის საკომისიოს დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. ოპერატორი ასევე დაწვრილებით გაგაცნობთ სად და როგორ შეძლებს მიმღები თანხის განაღდებას.
გზავნილს თუ ელოდებით თანხის გამომგზავნი დაგიკავშირდებათ და ჩაგაწერინებთ უნიკალურ კოდს რომლითაც შეძლებთ გზავნილის გადამოწმებას/მიღებას. თუ გზავნილს არ ელოდებით ჩათვალეთ რომ სმს შეცდომით მოგივიდათ. ტელეფონის ნომერი შესაძლოა არასწორად მიუთითა ოპერატორმა/გამომგზავნმა და სმს ასეთ დროს არასწორ ადრესატთან მიდის.
ინტელ ექსპრესში შესაძლებელია სალომბარდე და იპოთეკური სესხებით სარგებლობა. სალომბარდე სესხი გაიცემა ოქროსა და ძვირფასი თვლების უზრუნველყოფით. ხოლო იპოთეკური სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით (სამომხმარებლო ან სხვა მიზნით).
გზავნილის განაღდება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოდგენის შემთხვევაში. მესამე პირს გზავნილის მიღება შეუძლია მხოლოდ გზავნილში მითითებული მიმღებისგან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
ვესტერნ იუნიონის და რიას გზავნილების მიღება ინტელ ექსპრესში შეუძლებელია. სისტემებსა და მიმართულებებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე.
გზავნილის დამუშავების დრო დამოკიდებულია მიმართულებაზე (ქვეყანაზე) სადაც ის გაიგზავნა. რიგ ქვეყნებში, სადაც ინტელ ექსპრესი პირდაპირ არის წარმოდგენილი გზავნილი მომენტალურად, გაგზავნისთანავე ხელმისაწვდომია. ზოგიერთი მიმართულებით გაგზავნის დროს გზავნილის დამუშავებას საშუალოდ 10-15 წუთი შეიძლება დაჭირდეს. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.