წესები და პირობები – კამპანია: „ჩემი საახალწლო ნატვრა“
წინამდებარე წესები და პირობები (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „პირობები“) არეგულირებს „ჩემი საახალწლო ნატვრა“კამპანიის ჩატარებას (შემდეგში – „კამპანია“), რომელიც ორგანიზებულია სს მისო ინტელექსპრესის მიერ „Inteliexpress S.A.“-თან თანამშრომლობით. კამპანიაში მონაწილეობა ნიშნავს ამ პირობების სრულ და უპირობო მიღებას.
ორგანიზატორი კომპანია
ორგანიზატორია სს მისო ინტელექსპრესი (ს/ნ 202353176) (შემდეგში – „კომპანია“) მჭიდრო თანამშრომლობით „Inteliexpress S.A.“-თან , მისამართით: მენანდროს 57, ათენი, ატიკა, 10437, საგადასახადო ნომერი 998732293.
„ჩემი საახალწლო ნატვრა“ – ინტელიექსპრესის საახალწლო კამპანია
გაგვიზიარეთ თქვენი ყველაზე გულწრფელი და შემოქმედებითი საახალწლო ნატვრა!
საუკეთესო ნატვრებს შევარჩევთ და ვეცდებით მათ ასრულებას. გარდა მთავარი გამარჯვებულებისა, გამორჩეულ მონაწილეებს განსაკუთრებული პრიზები ელოდებათ,
და რაც მთავარია – ყველა მონაწილე მიიღებს საჩუქარს InexPay-ში!
საბაზისო წესები
ვინ შეუძლია მონაწილეობა?
ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ყველა მომხმარებელს, რომელიც:
- ცხოვრობს საზღვარგარეთ
- 2025 წლის განმავლობაში გაგზავნილი აქვს მინიმუმ ერთი ფულადი გზავნილი საქართველოში Inteliexpress-ის სისტემით
- გზავნილის შესრულების შემდეგ შეავსებს სპეციალურ ფორმას
ფორმის შევსების პერიოდი: 01.12.2025 – 21.12.2025
ფორმაში უნდა მიუთითოთ:
- სახელი და გვარი
- ვალიდური საკონტაქტო ნომერი
- ბოლოს განხორციელებული, განაღდებული გზავნილის კოდი
- თქვენი ნატვრა – კონკრეტული, არტისტული, განსხვავებული ან კრეატიული ფორმით აღწერილი, რათა დავინახოთ, რატომ უნდა აგიხდინოთ ნატვრა სწორედ თქვენ.
შენიშვნა:
ერთ მომხმარებელს შეუძლია ფორმის შევსება მხოლოდ ერთხელ. განმეორებითი შევსების შემთხვევაში განიხილება მხოლოდ პირველი ნატვრა.
ვერ იღებენ მონაწილეობას:
ინტელიექსპრესის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
სურვილები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ემოციური
- რეალისტური
- კრეატიულად აღწერილი
- პოზიტიური განწყობის მქონე
- კავშირი საყვარელ ადამიანებთან
ნატვრების შერჩევის სამეტაპიანი პროცესი
1-ლი ეტაპი – კომპანიის მიერ შექმნილი ჟიურის მიერ შერჩევა
სპეციალური ჟიური შეარჩევს:
- 3 გამარჯვებულ ნატვრას
- საზოგადოებრივი გამოკითხვისთვის 50 საუკეთესო ნატვრას
მე-2 ეტაპი – საზოგადოებრივი გამოკითხვა
სოციალურ ქსელებში ავტორის ვინაობის გარეშე განთავსდება შერჩეული ნატვრები.
მომხმარებლებს შეეძლებათ ხმა მისცენ 3 საუკეთესო ნატვრის ავტორს სოციალური ქსელის მეშვეობით. გამარჯვებული მოწონებების (ლაიქების) რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება.
მე-3 ეტაპი – კომპანიის არჩევანი
31 დეკემბერს, სს მისო ინტელექსპრესის საქართველოს ცენტრალურ ოფისში, Inteliexpress-ის გუნდი გამოავლენს ერთ დამატებით გამარჯვებულს.
საჩუქრები და ბენეფიტები
7 ნატვრის ასრულება
- 3 გამარჯვებული – ჟიურისგან
- 3 გამარჯვებული – მომხმარებელთა ხმებით
- 1 გამარჯვებული – კომპანიის არჩევანით
100 მონაწილისთვის სპეციალური საპრიზო პაკეტი (შეირჩევა მეორე და მესამე ეტაპზე გადასული სურვილებიდან)
- InexPHONE-ის 5 თვიანი ულიმიტო პაკეტი
- Inex Group-ის მეშვეობით 5 კგ-მდე ამანათის უფასო ტრანსპორტირება 2026 წლის ბოლომდე (საქართველოდან)
- გიუაანის ღვინო 1 ბოთლი
ყველა მონაწილეს საჩუქარი InexPay-ში
ყველა მონაწილე, ვინც წესების შესაბამისად შეავსებს ფორმას, მიიღებს:
- 1 უფასო გზავნილს InexPay-ს საფულეში, გამოყენებას შეძლებს 2026 წლის 17 იანვრიდან – 28 თებერვლის ჩათვლით.საჩუქრის მისაღებად აუცილებელია InexPay-ის აპლიკაციაში რეგისტრაცია
შენიშვნა: საჩუქარი განკუთვნილია კონკრეტული ადამიანისთვის და მისი გადაცემა ან გადაცვლა თანხის ან პროდუქტის სანაცვლოდ შეუძლებელია.
დამატებითი ინფორმაცია
კომპანია 7 გამარჯვებული ნატვრის ავტორს დაუკავშირდება ფორმაში მითითებულ ნომერზე გამოვლენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული არ გამოვა კონტაქტზე ან უარს იტყვის კამპანიის რომელიმე პირობის შესრულებაზე პრიზი გადაეცემა ალტერნატიულ გამარჯვებულს (შემდეგ პრეტენდენტს).
100 საჩუქარში გამარჯვებულს კამპანიის დასრულებამდე მიუვა SMS შეტყობინება ფორმაში მითითებულ ნომერზე ან დაუკავშირდება ჩვენი წარმომადგენელი.
ვადები
- კამპანიის პერიოდი: 25.11.2025 – 31.01.2026
- ფორმის შევსების პერიოდი: 1.12.2025 – 21.12.2025
- ნატვრების შერჩევა 23.12.2025 – 31.12.2025
- 7, მთავარი, ნატვრის ავტორთან დაკავშირება: 23.12.2025 – 05.01.2026
- 7 მთავარი ნატვრის სურვილის ასრულება: 23.12.2025 – 05.01.2026
- 100 ადამიანისთვის საჩუქრის შეტყობინება: 12.01.2026 – 16.01.2026
- InexPay საჩუქრების გამოყენება: 17.01.2026 – 28.02.2026
- Inex Group ის საჩუქრის გამოყენება: 31.12.2026-მდე
კომუნიკაცია და მედია
- გამარჯვებული ნატვრების ასრულების პროცესის დროს მოხდება ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება (მათ შორის გამარჯვებული პირების)
- გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა განთავსდება სოციალურ ქსელებში
საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სხვადასხვა მედია არხებით - გამარჯვებულების ვინაობა გაცხადდება კომპანიის ოფიციალურ კომუნიკაციაში
პერსონალური მონაცემების დაცვა
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მონაწილეს მიერ თანხმობის განცხადებას მისი პერსონალური მონაცემების (მომხმარებლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, გადარიცხვის კოდი) შეგროვებასა და დამუშავებაზე Inteliexpress S.A. და სს მისო ინტელექსპრესის მიერ.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კამპანიის ჩატარების, გამარჯვებულებთან კომუნიკაციისა და პრიზების მიწოდების მიზნით. მონაცემები დამუშავდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
მონაწილეებს უფლება აქვთ ისარგებლონ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რისთვისაც შეუძლიათ მიმართონ კომპანიას (+995322492525; info@dpo.ge)
დამატებითი პირობები
სს მისო „ინტელიექსპრესი“ იტოვებს უფლებას შეაჩეროს პრიზების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს კამპანიის წესებსა და პირობებს.
კომპანია იტოვებს უფლებას ცალმხრივი წესით შეცვალოს აღნიშნული პირობები, გადადოს ან გააუქმოს კამპანია, რაზეც საზოგადოებას წინასწარ ინფორმაციას მიაწვდის თავისი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
თანხმობა კამპანიის წესებსა და პირობებზე
კონკურსში მონაწილეობა ნიშნავს ზემოთ აღნიშნული ყველა წესისა და პირობის ავტომატურ და უპირობო მიღებას.