fbpx

ფულადი გზავნილი საქართველოს ტერიტორიაზე

Home / ფულადი გზავნილი საქართველოს ტერიტორიაზე

სწრაფი ფულადი გზავნილის გაგზავნა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია ყველა იმ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც ინტელიექსპრესის სისტემაა ხელმისაწვდომი, კერძოდ, ინტელიექსპრესის, ბანკი-აგენტების და საცალო აგენტების ქსელში.

ინტელიექსპრესის სიტემა ცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის განაღდება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ ქალაქში, განაღდების ნებისმიერ წერტილში მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქალაქი ან განაღდების რომელი წერტილი აქვს გამომგზავნს მითითებული.

თანხის გასაგზავნად საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებელია იცოდეთ მიმღების სახელი და გვარი. 

თანხის გაგზავნისთანავე გადმოგეცემათ უნიკალური  კოდი, რომელიც უნდა აცნობოთ მხოლოდ თანხის მიმღებ პიროვნებას.

თანხის გასანაღდებლად აუცილებელია თან იქონიოთ გზავნილის უნიკალური კოდი, რომელსაც გადმოგცემთ გამომგზავნი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სმს შეტყობინება თანხის მიღების თაობაზე იგზავნება იმ შემთხვევაში, თუ გამომგზავნს მითითებული აქვს მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი.

ტარიფები:

ფულადი გზავნილი ეროვნულ ვალუტაში  0.35%-დან – 0,4%-მდე
ფულადი გზავნილი უცხოურ ვალუტაში                0.5%


შენიშვნა: ფულადი გზავნილის გაგზავნა/ განაღდება საქართველოს ტერიტორიაზე ინტელიექსპრესის სისტემით არ არის შესაძლებელი შემდეგ ბანკებში: საქართველოს ბანკი და ლიბერთი ბანკი.