fbpx

საფულე ფიზიკური პირებისთვის

Home / საფულე ფიზიკური პირებისთვის

კომპანია ახორციელებს სესხების მიღებას ფიზიკური პირებისგან და არიცხავს მაღალ საპროცენტო სარგებელს, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში.

  • სესხის მინიმალური თანხაა 100 000 ლარი ან მისი ექვივალენტი დოლარში ან ევროში.
  • მიღებული სარგებლის გატანა შესაძლებელია სურვილისამებრ – თვეში ერთხელ, ან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდგომ. სარგებლის ან ძირი თანხის მიღება შესაძლებელია ხელზე ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
  • მიუხედავად სესხის ვადისა, შესაძლებელია ინტელიექსპრესისთვის მოსესხებული თანხის გატანა ნებისმიერ დროს. (წინასწარი გაფრთხილების ვადა: სამი დღე). ვადიანი სესხის შემთხვევაში აღნიშნული პირობა მოქმედებს თანხის მოსესხებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
  • მოთხოვნამდე პირობით სარგებლობისას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეამციროთ ან გაზარდოთ ძირითადი თანხა, ხოლო საპროცენტო სარგებელი მიიღოთ ყოველთვიურად.
  • მოთხოვნამდე სესხის დროს, ინტელიექსპრესისთვის მოსესხებული თანხის ნაწილის გატანის შემთხვევაში, კომპანიისთვის სესხის სახით გადაცემული თანხა არ უნდა გახდეს 100 000 ლარზე (ან მის ექვივალენტზე USD, EUR) ნაკლები. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია სრულად გაიტანოს თანხა.

აღნიშნული ტარიფები მოქმედებს, როდესაც ლარში შემოტანილი თანხა აღემატება 100 000 ლარს ან  მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

  GEL USD EUR




  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
მოთხოვნამდე 7.50% 7.76% 3.50% 3.56% 1.00% 1.00%
3 თვემდე 14.00% 14.94% 4.00% 4.07% 2.00% 2.02%
6 თვემდე 14.25% 15.22% 4.75% 4.85% 2.50% 2.53%
9 თვემდე 14.50% 15.50%        
12 თვემდე 14.70% 15.73% 6.00% 6.17% 3.00% 3.04%
15 თვემდე 14.90% 15.96%        
18 თვემდე 15.10% 16.19% 6.50% 6.70% 3.50% 3.56%
21 თვემდე 15.30% 16.42%        
24 თვემდე 15.50% 16.65% 7.00% 7.23% 4.00% 4.07%

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელექსპრესში ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ:

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელექსპრესი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი

მისი გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.

იხილეთ ხელშეკრულების შაბლონი მიღებული სესხი ლარში

იხილეთ ხელშეკრულების შაბლონი მიღებული სესხი ლარში

იხილეთ ხელშეკრულების შაბლონი მიღებული სესხი უცხოურ ვალუტაში

იხილეთ ხელშეკრულების შაბლონი მიღებული სესხი უცხოურ ვალუტაში