ფულადი გზავნილები

ინტელიექსპრესი სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემაა. ჩვენი საშუალებით თანხა ფიზიკურ პირებს შორის, ანგარიშის განხსნის გარეშე, სწრაფად და მარტივად იგზავნება. ფულის გადარიცხვიდან მისი მიღება ხშირ შემთხვევაში მომენტალურად ზოგჯერ კი მაქსიმუმ 15 წუთშია შესაძლებელი.
თანხის გაგზავნა ინტელიექსპრესის ოფისებიდან ან პარტნიორი ორგანიზაციებიდან ხდება. აუცილებელია იცოდეთ თანხის მიმღების სახელი, გვარი და ქვეყანა სადაც ფული იგზავნება.
ფულის გაგზავნისთანავე გამგზავნი უნიკალურ კოდს მიიღებს, რომელიც თანხის გატანისას პირადობის მოწმობასთან ერთად, მიმღებმა უნდა წარმოადგინოს.
გზავნილის სტატუსის შემოწმებას ჩვენი საიტის მეშვეობით გზავნილის კოდითა და თარიღით შეგიძლიათ. სტატუსის შესამოწმებლად იხილეთ ბმული.
თანხის გაგზავნისას შესაძლებელია მიუთითოთ მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი, სადაც მიმღებს ფულადი გზავნილის შესახებ შეტყობინება მიუვა.
ინტელიექსპრესში ყველა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და მკაცრად დაცულია. კლიენტთა მონაცემთა დაცვის მრავალწლიანი, გამოცდილი ტექნოლოგია უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ცხელ ხაზს.