ქოლ ცენტრის ოპერატორის საქმიანობა მოიცავს სისტემა ინტელიექსპრესთან მუშაობას, პრობლემატური ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციის მიღებას, გადამოწმებას, პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფას, როგორც სისტემურად, ასევე ინფორმაციულად. პარტნიორ კომპანიებთან და შიდა ქსელის ოპერატორებთან სატელეფონო და წერილობითი ურთიერთობას; კომპანიის სერვისებისა და სიახლეების ფლობას, გავრცელებას, სატელეფონო კლიენტ სერვისს.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე (დილის და საღამოს ცვლა)
აუცილებელი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet, Outlook);
- ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- საბანკო სფეროში ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
კომპანიისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
მითითებული ვაკანსიის დასაკავებლად, კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრება, ტესტირება (ენებში) და გასაუბრებისას შეთანხმებული გამოსაცდელი სამუშაო პერიოდი (ანაზღაურებადი).
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: career@intelexpress.ge სათაურის ველში მიუთითეთ „ქოლ ცენტრის ოპერატორი“ (სხვა შემთხვევაში, სივი ვერ განიხილება).
გისურვებთ წარმატებას!