fbpx

ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი თბილისში

ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი თბილისში

თბილისში, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ვაჟა-ფშაველას 46-ში, დელისის მეტროს მიმდებარედ მდებარეობს.

ინტელიექსპრესის მომხმარებლბები, კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, კომპანიის სრული სერვისით სარგებლობას 24 საათის განმავლობაში შეძლებენ.

განახლებულ ფილიალში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • ·        სწრაფი ფულადი გზავნილები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში
  • ·        საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ევროპისა და აზიის ქვეყნებში
  • ·        ვალუტის კონვერტაცია
  • ·        კომუნალური და სხვა სერვისების გადახდა
  • ·        ოქროს ლომბარდი
  • ·        იპოთეკური სესხი

ინტელიექსპრესის სერვისებით სარგებლობა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

ინტელიექსპრესი მსოფლიოში ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. ინტელიექსპრესი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. საქართველოს გარდა აქვს საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში.

საქართველოში ინტელიექსპრესის ფილიალების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.